- პროექტის სახელი – სამყარო და გეომეტრია – საათი.
- პროექტის მოკლე აღწერა – მოსწავლეები მოიძიებენ მასალას კაცობრიობისათვის საათის საჭიროების, მისი შექმნის ეტაპების შესახებ და საათის ნაწილების, როგორც მრავალფეროვანი გეომეტრიული ფორმების შესახებ
- პროექტის სრული აღწერა – მოიძიონ ინფორმაცია საათის შექმნის ისტორიის შესახებ: სად გამოიგონეს იგი პირველად? რა დანიშნულება ჰქონდა და რა ეწოდებოდა? როგორი იყო საათის შექმნის ისტორია, მისი განვითარების ეტაპები, დღევანდელი მექანიკური საათის მუშაობის პრინციპი, მისი ფორმა და დანიშნულება, განიხილონ მექანიკური საათის გეომეტრიული ფორმა: საათის ციფერბლატი, საათის ისრები და მათი მოძრაობა– მდებარეობით შექმნილი კუთხეები, საათის ციფერბლატი, როგორც წრე, მისი ცენტრი, სიმეტრიის ღერძები და დიამეტრ–რადიუსი. შექმნან ნახაზები ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების შესახებ, დაამზადონ საათის მოდელი ;
- მონაწილეთა ასაკი–9-10 წელი;
- ვადები– პროექტს ფასილიტაცია გაეწევა 2009-2010 სასწ. წლის განმავლობაში 6-8 კვირა
- პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში– იფორმაციის მოგროვება, დახარისხება, ინდივიდუალური და ჯგუფურ მუშაობის უნარ–ჩვევათა განვითარება. მაკეტების, ნახაზების შექმნა,
- მოსალოდნელი შედეგები–მოსწავლეები შეისწავლიან საათის შექმნის ისტორიას, დაამზადებენ საათის მაკეტს, შექმნიან სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის საათების ნახაზებს, დაკვირვების შედეგად მოჰყავთ არგუმენტები, თუ როგორ იცვლება ისრებით შექმნილი კუთხე მათი გადაადგილებით, წარმოადგენენ საუთარი დიზაინით შექმნილი საათების ნიმუშებს.
- სარგებელი სხვებისთვის– მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ გარესამყაროზე დაკვირვების უნარი, ჩამოუყალიბდებათ კრიტიკული აზროვნების უნარი, გააცნობიერებენ, რომ სამყაროში არსებულ ყველა საგანს აქვს გარკვეული გეომატრიული ფორმა, თანატოლებისათვის საკუთარი კვლევის შედეგების გაცნობა გაცნობა;
- სამუშო ენა– ქართული ენა;
- მონაწილეები სხვა სკოლებიდან– 124-ე და 106-ე;
- საგნებთან კავშირი–ამ პროექტზე მუშაობით მოსწავლეები შეძლებენ საგათა შორის კავშირის დამყარებას(გეოეტრია, ბუნება, სახვითი ხელოვნება, ისტორია). სხვადასხვა დისციპლინაში შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად. პედაგოგს შეეძლებათ დაუკავშირონ არჩეული ღონისძიებები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს;
- როექტის ფასილიტატორი– ნანი გორელიშვილი;
- ფასილიტატორის ელ. ფოსტა: kranaxi@gmail.com
- პროექტის ვებ–გვერდი ბლოგი: kranaxi.blogspot.com
7 years ago